პირველი ამბულატორია ოზურგეთში ნიკო თავდგირიძის თაოსნობით 1898 წელს გაუხსნიათ, ამბულატორიამ 1906 წელამდე იარსება და იგი ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელ ჯარს გადაუწვავს – „ქალაქის ამბულატორია დაარსდა 1898 წელს, მაშინდელი ქალაქის თავის ნ. თავდგირიძის მეცადინეობით და გასტანა ქალაქის განადგურებამდე ე.ი. 1906 წლამდე. ამ ხნის, 7-8 წლის განმავლობაში ქალაქის ქსენონმა ცოტა არ იყოს სასურველი სიმპატია მოიპოვა საზოგადოებაში. (თვითეული ავადმყოფი გასინჯვაში იხდიდა 30 კაპიკს და საჭირო დარიგებასაც ღებულობდა, ძალზედ ღარიბებს და მოსწავლეებს მუქთად სინჯავდნენ). 1906 წელმა სხვებთან ერთად ეს დაწესებულებაც შთანთქა.“ (გაზეთი „ჩანგი“ 1909 წელი 21 ივლისი)
.
გაზეთ ,,გურიის ერობის მოამბის,, 1920 წლის 20 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია ოზურგეთის საეორობო (მუნიციპალური) ცენტრალური სავადმყოფოს საშტატო განრიგი და ჯამაგირი, ამავე ინფორმაციის მიხედვით საავადმყოფოში ყველა დასაქმებული ხელფასის გარდა ღებულობდა 1000 მანეთის ღირებულების ულუფას, ასევე დამტკიცებული იყო ავადმყოფების რაციონი – “ავათმყოფთათვის დაწესდეს შემდეგი რაციონი: პური – 1.1/2 გირვანქა, ხორცი – 1/2 გირვანქა, ბრინჯი 24 მისხალი, მისართავი 8 მისხალი“.
.
ოზურგეთის ამბულატორია – 1927 წლის კარიკატურა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა