კურორტი შეკვეთილი – დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი

კურორტი შეკვეთილი XVIII საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. 1723 წლიდან შევკეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა. 1812 წლიდან, ბუქარესტის ზავის მიხედვით, შეკვეთილი იგი რუსეთის იმპერიის გამგებლობაში მოექცა, შეკვეთილის შემდეგ იწყებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვარი. 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ ნიკოლაი რტიშჩევის რჩევით მამია V გურიელმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ციხე ააგო, რომელიც მდინარეების, ნატანებისა და ჩოლოქის ზღვაში შესართავთან მდებარეობდა. 1820 წელს რუსეთის ჯარმა შეკვეთილისა და ანაკლიის ციხეები დატოვა. 1828 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილთან გაიმართა ბრძოლა, რომელიც რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი იყო. იგი 1841 წელს გურიის აჯანყების დროს მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილს წარმოადგენდა. ყირიმის ომის დროს, 1853 წლის 15 ოქტომბერს, წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი დაესხა თავს. ამ ბრძოლის შემდეგ შეკვეთილის ციხეში რუსეთის ჯარი ჩადგა. შეკვეთილის ციხე 1920-იან წლებში დაანგრიეს და მისი ქვებით ფაბრიკა ააშენეს ქვემო ნატანებში.
წყარო – გურია/Guria
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share