ომთან დაკავშირებული ყველა კითხვაზე – რატომ დაიწყო, რატომ გრძელდება – პასუხი მოსკოვშია

”ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში — პრევენციულად ვიცავთ უკრაინის საზღვარს.

მაგრამ ეს ბრძოლები ჩვენი არჩევანი არ არის. ეს ჩვენი თავდაცვაა — თავდაცვა ოკუპანტის წინააღმდეგ. ამ ომთან დაკავშირებული ყველა კითხვაზე — რატომ დაიწყო, რატომ გრძელდება — პასუხი მოსკოვშია. როგორ დასრულდება ომი, ეს მსოფლიოზეა დამოკიდებული. უკრაინა მზად არის ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებისთვის და შეხვედრების არ გვეშინია. ხვალ — თურქეთში.”

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share