კომპანია “საქართველო”- გრიბოედოვის გეგმა, გურიის სამთავროს გაუქმება და დედოფალი სოფიო

კომპანია “საქართველო”- გრიბოედოვის გეგმა, გურიის სამთავროს გაუქმება და დედოფალი სოფიო
.
გურიის მთავარი მამია V ყველანაირ დამახმარებას უწევდა რუსებს, ჯერ 1809 წელს თურქების წინააღმდეგ მალთაყვის ბრძოლაში გამოიჩინა თავი, შემდეგში 1810 წელს სოლომონ II-ის განდევნაში დაეხმარა რისთვისაც დააჯილდოვეს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენითა და ხმალით, ასევე დაუმტკიცეს გერბი. ასევე დაეხმარა რუსებს გურიაში 18019-20 წლებში მომხდარი აჯანყების ჩახშობაში, რისთვისაც მეორე ხარისხის – „მოციქულთა სწორის მთავარ ვლადიმირის“ ორდენი მიიღო. მიუხედავად ამისა როგორც ამბობენ მამიას საკმაოდ საეჭვო დაავადება შეეყარა და გარდაიცვალა 37 წლის ასაკში 1826 წელს, რის შემდეგაც რუსებმა მისი ოჯახი ღალატისა და ოსმალეთთან თანამშრომლობის ბრალდებით გურიიდან განდევნეს და 1829 წელს სამთავროც გააუქმეს.
.
არსებობს ძალიან საინტერესო ჩანაწერი ინფანტერიის გენერალ ნიკოლაი მურავიოვ-კარსკის დღიურში, რომელიც გურიის სამთავროს გაუქმებასთან დაკავშირებულ აბსოლუტურად სულ სხვა რეალობას წარმოგვიდგენს. წერილში აღწერილია ალექსანდრე გრიბოედოვის გეგმა, რომლის მიხედვით საქართველოში მართვის ფორმად უნდა შემოღებულიყო ისეთივე როგორც ჰქონდა ბრიტანეთს ინდოეთში. კერძოდ უნდა შექმნილიყო „ოსტ ინდოეთის“ კომპანიის მსგავსი. ანუ დღევანდელი გაგებით რეპრესიული საწარმო საკუთარი ჯარით და მართვის აპარატით, რომელიც მოგებას მოუტანდა კომპანიის დამფინანსებლებს, ანუ ასე ვთქვათ „აქციონერებს“.თავად გრიბოედოვს მისივე თავი დაუნიშნავს ამ კომპანიის დირექტორად და მმართველად. ასევე ამ ამბავს მთლიანობაში მურავიოვი გარკვეულწილად უკავშირებს გრიბოედოვის ნიშნობას ნინო ჭავჭავაძესთან.
.
წერილიდან ჩანს, რომ გრიბოედოვი ცდილობდა მოეპოვებინა ყველა რუსი ჩინოვნიკის, მათ შორის მურავიოვის მხარდაჭერა. ასევე გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა იმ დროს ოსმალეთის იმპერიის ბატონობაში მყოფ ბათუმს და სწორედ ეს პუნქტი უნდა გამხდარიყო კომპანია “საქართველოს” მთავარი პორტი. წერილის ამ ნაწილში მურავიოვი ამბობს რომ გრიბოედოვს მოუხერხებია ივანე პასკევიჩის (კავკასიის მთავარმმართბელი) მიმხრობა, იმავდროულად იქვე ახსენებს გურიას, როგორც ბათუმის მხარის მოსაზღვრეს და აღნიშნავს, რომ რომ პასკევიჩი გატაცებული იყო გურიის მმართველი დედოფალი სოფიოთი და ცდილობდა მასთან სასიყვარულო კავშირის გაბმას:
.
„იგი ამ დროს გატაცებული დედოფალ სოფიოსთან მსუბუქი სასიყვარულო კავშირის გაბმის იმედით. სოფიო ამ დროს მართავდა გურიას, რომელიც ესაღვრებოდა თურქეთის იმ მხარეს. ეს ქალი იყო ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი და ბრძოლისუნარიანი, ასევე ხალხში სარგებლობდა დიდი გავლენით. მაგრამ იგი არ იყო კეთილგანწყობილი რუსების მიმართ და მოგვიანებით თავის არასრულწლოვან ვაჟთან ერთად ტრაპიზონში გაიქცა. ამის გამო გურიელების ოჯახმა დაკარგა გურიის მართვის უფლება, რის შემდეგაც იქ რუსი კომენდანტი დაინიშნა. დანამდვილებით ვერ ვიტყვი მაგრამ, როგორც ჩანს ამ ექსპედიციისთვის გარკვეული მზადებაც კი ჩატარდა.“
.
ანუ მურავიოვ-კარსკის მიხედვით გურიის დედოფალის განდევნა და გურიის სამთავროს გაუქმება დიდი ალბათობით დაკავშირებული შეძლება იყოს სწორედ გრიბოედოვის გეგმასთან, რომელიც 1829 წელს მოკლეს სპარსეთში. აქვე აღსანიშნავია, რომ გურიისგან განსხვავებით სამეგრელოს სამთავრომ ამის შემდეგ თითქმის ორმოცდაათი წელი იარსება.
.
– “Записки” Н.Н. Муравьев-Карский (1929)
– ფოტო გურული თავადის ქალი ნაკაშიძე (ფოტოს კავშირი არა აქვს პოსტთან, დამუშავებულია AI chatgpt)
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share