“ნაპოლის” საჩემპიონო მატჩის ბილეთების რიგში ნახევარი მილიონი ადამიანი დაფიქსირდა

„ნაპოლის“ ერთი ნაბიჯი აშორებს იტალიის ჩემპიონობას და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლებს. ბუნებრივია, რომ ნეაპოლში ამ მატჩისადმი ძალიან დიდი ინტერესი და მოლოდინია.

როგორც გაირკვა, დღეს, ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო, რის შემდგომაც რიგში ნახევარი მილიონი ადამიანი იმყოფებოდა!

მაგალითად, გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარი რიგში რიგით 421406-ეა!

ფაქტია, რომ მთელი ნეაპოლი ელოდება ჩემპიონობას, „ნაპოლის“ „კალიარისთან“ გამარჯვება სჭირდება, რათა ისტორიაში მეოთხედ გახდეს იტალიის ჩემპიონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights