უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
მან პრესკონფერენციაზე უარყო პუტინის მოთხოვნა რუსეთის მიერ ოკუპირებული 4 რეგიონიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ.
“ჩვენ არ გამოვიყვანთ ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან, ეს ჩემი, ჩვენი ძალების კონსტიტუციური მოვალეობაა… არანაირი ულტიმატუმი არ იქნება, არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას. არ ვიცი, რა პრინციპები აქვს [პუტინის მიერ აღნიშნულ მემორანდუმს], მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ჯარების ჩვენი მიწებიდან გაყვანისთვის პირობებს დააწესებს – ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს”, – თქვა მან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს, პუტინთან საუბრამდე სთხოვა, გადაწყვეტილებები უკრაინასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად არ მიეღო.
“მე ვთხოვე მას, პუტინთან საუბრამდე ჩვენს გარეშე არ მიეღო არანაირი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.