ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ”ოცნებიდან” – ”კვარას არ ეკადრება ელგპდ პროპანადაში ჩართვა”

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ კარლო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის სართაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის შეხვედრებში მოთამაშე ფეხბურთელების, მათ შორის ქართველი ვარსკვლავების _ ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის მაისურებზე მხარდამჭერი ლოგოს დატანის ფაქტს.
 “კვარას, მიქაუტაძის, ზურიკოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, ასევე ყველა ქართველი სპორტსმენის და არამარტო… ზოგადაც, ვინც ჩვენი ეროვნული დროშის ქვეშ დგას… ელგპდ თუ რაცაა პროპაგანდა ჩემთვის მუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რა დოზით და როგორ გააკეთებ!“
 “იმედი მაქვს, ეს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები გაათვითცნობიერებენ და მომავალში მსგავსი პრეცენდეტი არ მოხდება… კვლავ უპრეცენდენტოა ჩემთვის: ტალახაძე, პეტრიაშვილი, ბექაური, რომლებიც არასოდეს ჩართულან ამ გარყვნილების პროპაგანდაში და ბევრი სხვა…“
 “ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს სპორტი და ამ ყველაფერს ჩემი პირადი “მოკლე” შეხედულებით არ ვამბობ! საქართველოს _ ამ უდიდესი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანას ამ გარყვნილებაში და მის პროპაგანდაში ჩართვა არ ეკადრება, დამამცირებელია ჩვენი ერისთვის, სარწმუნებისთვის!“ _ წერს „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
 ცნობისთვის: 2014 წლიდან, 17 მაისს, საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღე აღინიშნება.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, წვერი and ტექსტი გამოსახულება
გურია თუდეი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share