ჯინ შაჰინი – ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელი და უსამართლოა

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელი და უსამართლოა, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, – წერს ჯინ შაჰინი.

მისი თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დავდგები და ვამაყობ, რომ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას ვუძღვები, “MEGOBARI აქტს”, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, – აღნიშნავს ჯინ შაჰინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share