ქალი რომლის სილამაზემ გურიაში მრავალი ოჯახი დააქცია
.
1634 წელს ოზურგეთში ჩამოსული დონ კრისტოფორო დე კასტელის ალბომში არის გურიაში სილმაზით სახელგანთქმული ქალის ელუკა ბერიას პორტრეტი, შემდეგი წარწერით – „ამაოა სილამაზე; ქალი, რომელსაც ღვთის შიში აქვს, ისედაც საქებარია. გურიაში სილამაზით სახელგანთქმული ქალი ელუკა ბერია, მთავარმა მალაქიამ პატრებს უბოძა მოსამსახურედ მათი თავშეკავების გამოსაცდელად“.
.
ელუკა ბერიას ისტორია ასეთია – „გურიის მთავარმა მალაქიამ თავისი აზნაური ბერია მძიმე დანაშაულობისათვის. „სასტიკად დასაჯა, თვალები დათხარა, გურიიდან გააძევა და ცოლიც, ელუკა, წაართვა. უქმროდ დარჩენილი ელუკა, სარგებლობდა რა იმ უპირატესობით, რომ ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და დიდი ქონების მფლობელი არსება იყო, ცდუნების საგანი გახდა მამაკაცებთან სააუგო სიყვარულში. მისმა სამარცხვინო ყოფაქცევამ მრავალი ოჯახი დააქცია და მთელ არემარეში დიდი აურზაური გამოიწვია. ქალის თავაშვებული საქციელით განრისხებულმა მალაქიამ ელუკა დაიჭირა და მისი თურქებზე გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ მისიონერებმა დიდი თხოვნით მთავრის ხელიდან გამოიხსნეს და საეკლესიო დისციპლინით იმდენად იმოქმედეს მასზე, რომ მოკლე დროის განმავლობაში მაცდურობაზე ხელი ააღებინეს და თითით საჩვენებელ ქალად აქციეს. ბოლოს კარგ ოჯახის შვილზეც გაათხოვეს.“
.
დონ კრისტოფორო დე კასტელი – “ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ” (ჩანაწერები, მოგონებები და ალბომი საქართველოში 1628-1654 წლების მისიონერული მოღვაწეობის შესახებ) 1976

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა