კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ესტონეთი გმობს – საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დრაკონული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებები ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
”ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას. საქართველოში რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში”, – წერს მარდისალუ-კაჰარი.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.