პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“ივანიშვილმა აიხდინა მორიგი ოცნება და ე.წ. კარგი მენეჯერი, მისი საოცნებო მერაბიშვილი, ვისზეც ასე უკვდებოდა გული, „ნაცებს“ ჩაუყენა სათავეში
ეს კი, მხოლოდ ივანიშვილის გეგმით აიხსნება:
- ის მომავალი არჩევნების მოგებას აღარ გეგმავს და ზოგადად წასვლას აპირებს, აიძულებენ უფრო სწორე, საკმაოდ გართულებული აქვს ცხოვრება და იმიტომ. ხოლო რადგან საკუთარ კეთილდღეობას „ოცნებას“ ნამდვილად არ გადააყოლებს, ეს „ოცნებაში“ უნდა იდარდონ…
- რადგან „ბუა“ აღარ სჭირდება, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გარდაიცვალოს.
და „დანიშნა“ კიდეც მერაბიშვილი „ნაციაონალური მოძრაობის“ გამანადგურებელად.
რადგან გამორიცხულია, მერაბიშვილის მართულმა პარტიამ ოდესმე ქართველი ხალხის ხმები აიღოს. პარტიის თავმჯდომარე როდესაც იყო, მაშინაც კი ვერ ახერხებდნენ ორი კაცის გამოყვანას აქციაზე. ახლა კი, ჩატარებული არჩევნების შედეგით და მორიგი „ტრიუკით“ გამოვიდა, რომ მერაბიშვილმა მიშაზე მეტი ხმები აიღო.
მოკლედ, დღეს ისევ მერაბიშვილზე საუბარი “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი ბოროტებაა ამ ქვეყანაში. მითუმეტეს, რომ ქვეყანა მართლა თავზე დაგვაქციეს ამასობაში.
აბა ამ ქვეყანაში ფული ივანისვილის ოცნების სუსის და ამ ბანების გარეშე ვერავის ენება.”