მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი, მამუკა გამყრელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პრობლემა ის კი არ არის ქოცნების მესვეურები რამდენ სიბრიყვეს და მავნებლობას იტყვიან დასავლეთზე, მთავარი პრობლემა ამაზე სიხარულით მოჭყლოპინე ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია !
სიხარულით უამბობენ ერთმანეთს როგორ ყოჩაღად “ტუქსავს ჩვენი სასახელო პრემიერი” დეგნანს და ურსულას. გაფაციცებით უსმენენ როგორ “აჩმორებს” კობახიძე ჰარცელს. მათ შორის ჩემი ყრმობის უახლოესი მეგობრებიც არიან. რანაირად მოხდა, რომ ასე განსხვავებული ღირებულებები ჩამოგვიყალიბდა ?
მთავარი პრობლემა ერის მენტალური გახლეჩა გახლავთ და არა ქოცების ვიგინდარობა!“ – წერს გამყრელიძე.