გურული მოჯირითეების კვალდაკვალ გურულების სასულე ორკესტრი ამერიკაში
.
თენგიზ კუნჭულია გურულების სასულე ორკესტრზე წერს: „დაკომპლექტებული პირველხარისხოვანი კოლექტივი ყოფილა, რომელსაც რუსეთის იმპერატორის ყირიმში ჩამოსვლის დროს სპეციალურად იწვევდნენ ლივადიის სასახლესა და პარკებში გამართულ სამეფო კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად;
.
როგორც ამას მუსიკოსთა ოჯახების შთამომავალნი გადმოგვცემენ, ოზურგეთის სასულე ორკესტრს გასტროლები ჰქონია ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისისა და ავსტრიის ქალაქებში, თქვენ წარმოიდგინეთ ის ეფექტი და შთაბეჭდილება, რომელსაც შინდისფერ ჩაქურებში გამოწყობილი ოცი მუსიკოსი მოახდენდა ნიუ-იორკის, ლონდონის თუ ვენის ქუჩებში გამართული საზეიმო მსვლელობების დროს.
.
1880 წლის გაზაფხულზე თბილისში, დიდი იტალიელი მსახიობი – ტრაგიკოსის ერნესტო როსის სტუმრობასთან დაკავშირებით, მიხეილის ქუჩაზე მდებარე ბაღში დიდი საბანკეტო წვეულება გამართულა, სადაც იტალიელი სტუმრისათვის მისასალმებელი სიტყვით მიუმართავთ აკაკი წერეთელს, ივანე მაჩაბელს, ვახტანგ ორბელიანსა და სომეხ მწერალ აბგარ იონესენიანს. როგორც ქართული ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე გრიგოლ დიასამიძე იგონებს, ამ წვეულებაზე `მუსიკას უკრავდა გურულების სასულე ორკესტრი“.
.
გურიის წარსულის ერთერთი საინტერესო მოვლენა 1889 წელს გურულების მიერ „გურიის სამუსიკო ორკესტრის“ შექმნა, რომლის პირველ ხელმძღვანელი და ლოტბარი კორნეტისტი ლუარსაბ კეშელავა გახლდათ, შემდეგში კი ორკესტრს ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობდნენ.
.
P.S. გურიის სასულე ორკესტრთან დაკავშირებით იხილეთ პირველ კომენტარში
.
– “ქალაქი და ტრადიციები” – თენგიზ კუნჭულია 1997-1998 წელი
– Фото – Бр. Каландаришвили. Сочи (Хор Гурійского оркестра под управленіем Квачантирадзе; Carte Postale – ძმები კალანდარიშვილების ფოტოატელიე სოჭში)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა