იუკნევიჩიენე: ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა და რომ ქართული ოცნების რეჟიმი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

იუკნევიჩიენემ ასევე დასძინა, რომ ივანიშვილის მმართველობის დასრულება გარდაუვალია.

“ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინ დგომა დიდი პატივია. თქვენ გასაოცარი ხართ, თქვენ ჩემი, ევროპაში ბევრი ადამიანის გმირები ხართ. ჩემი ბევრი ევროპარლამენტი კოლეგის მილოცვა ჩამომაქვს თქვენთან. თქვენ ევროკავშირში ბევრი მეგობარი გყავთ ყველა ქვეყნიდან.

ლიეტუველებიც მსგავსად, ქართველებსაც ესმით თავისუფლების ფასით. საქართველოვ, თქვენი და ჩვენი ბრძოლა საერთოა, ეს ევროპისთვის ბრძოლაა – იმავე კოლონიური რუსული იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეების წინ არსებობდა. ყველა დიქტატორს საკუთარი ხალხის ეშინია. 1 ადამიანს ასევე ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

მივმართავ ბიძინას, ნუ გეშინია ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცი ქართველ ხალხს უფლება თქვან, რაც სურთ. დიქტატორებმა რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით”, – თქვა მან.

ევროპარლამენტარმა სოლიდარობა გამოხატა რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების მიმართ.

მივმართავ ბიძინას, ნუ გეშინია ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცი ქართველ ხალხს უფლება თქვან, რაც სურთ. დიქტატორებმა რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.

მე სოლიდარობას გამოვხატავ ევროპული მომავლისთვის დაკავებულების მიმართ. სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ზურაბ ჯაფარიძეს, მიხეილ სააკაშვილს და კიდევ ბევრ სხვას.

მინდა ასევე გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა მამაცი უკრაინის მიმართ. დიდება უკრაინას!

მე გაერთიანებული და დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მჯერა მამაც ქართველ ხალხში. ღმერთმა დალოცოს საქართველოს!”, – თქვა იუკნევიჩიენემ სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights