“არ არსებობს ოჯახი ისანში და სამგორში, რომელსაც არა აქვს ბანკის სესხი, არ არსებობს აქ ოჯახი, რომელსაც არ ჰქონდეს ქონება ლომბარდში, მაგრამ ამას ვიღა ჩივის: ბიძინა ივანიშვილმა აიღო და მთელი საქართველო დაალომბარდა, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საბანკო ოლიგარქიის დასრულების შემდეგ საქართველოში, მინიმუმ, განახევრდება საპროცენტო განაკვეთი, ასევე ჩვენ გპირდებით, რომ მოვიტანთ ამ ქვეყანაში 14 მილიარდიან ინვესტიციას”, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქით, 26 ოქტომბრის არჩევნები უკიდურესად მნიშვნალოვანია.
” მოდით, ივანიშვილს დავანახოთ, მხოლოდ ორ უბანში, ისანში და სამგორში რამდენი ვართ, ასწიეთ ხუთიანები, დაინახოს ივანიშვილმა, დაინახოს მთელმა საქართველომ რომ ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის! არ არსებობს ოჯახი ისანში და სამგორში, რომელსაც არა აქვს ბანკის სესხი. არ არსებობს ოჯახი ისანში და სამგორში, რომელსაც არ ჰქონდეს ქონება ლომბარდში, მაგრამ ამას ვიღა ჩივის: ბიძინა ივანიშვილმა აიღოო და მთელი საქართველო დაალომბარდა! ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ისნელებო, სამგორელებო! უკიდურესად მნიშვნელოვანი არჩევნებია 26 ოქტომბერს: საბანკო ოლიგარქია, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს და მე რამდენიმე ეთერში ვაჩვენე რამდენიმე მაგალითი, როგორ ახდევინებენ 16.000 ლარში მოქალაქეებს 27.000 ლარს, ჩვენს პენსიონერებს 1000 ლარში როგორ ახდევინებენ 3.000 ლარს, ეს არის ძარცვა კანონის სახელით და როცა ვსაუბრობთ ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაზე, ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიშას ებრძვის საბანკო ოლიგარქია: ყველა ბანკი საქართველოში, თავისი მილიარდებით, დარაზმულია იმისთვის, რომ ებრძოლოს მიხეილ სააკაშვილის პარტიას, ერთიანობას, ებრძოლოს ხუთ ნომერს და რატომ აკეთებენ ამას? ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საბანკო ოლიგარქიის დასრულების შემდეგ საქართველოში, მინიმუმ, განახევრდება საპროცენტო განაკვეთი, ასევე ჩვენ გპირდებით, რომ მოვიტანთ ამ ქვეყანაში 14 მილიარდიან ინვესტიციას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, საქართველოში დასრულდება კორუფცია. ასევე, რა მოგვიყვა რამდენიმე დღის წინ ირაკლი ცრუ კობახიძემ, ირაკლი გავრილოვ-კობახიძემ; ‘უი, უკაცრავად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ თქვენ ვერ იგრძნობთ ამას ჯიბეზე. ამას მარტო ღარიბაშვილი, კობახიძე, ჩიგოგიძე, ესენი იგრძნობენ, თქვენ იყავით გაღლეტილები, რამე არ მოითხოვოთ. მერე რა მოხდა, თუ მაფია გვაქვს აწყობილი. მაგალითად, საწვავი, ვინც აქ მოხვედით ახლა, დაგჭირდათ საწვავი, რომელიც საქართველომდე ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, მაგრამ თქვენ ყიდულობთ 3 ლარად. ფა-ფუ! ლარნახევარი სად წავიდა გზაში? ვინ მოიპარა? ივანიშვილმა, ჩხარტიშვილმა, ღარიბაშვილმა – დიახ, ეს ხალხი გძარცვავთ”.
ჩვენ რას ვამბობთ, რას გპირდებით? ეს მაფია, მათ შორის საწვავის, მედიკამენტების ფასი, როგორ შეიძლება, მაგალითად მედიკამენტი თურქეთში ღირდეს 10 დოლარი და საქართველოში 70 დოლარის ეკვივალენტი ლარში: წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება, თან გეუბნებათ – შეეგუეთ გაჭირვებას, ვისაც არ გინდათ შეგუება, წადით ემიგრაციაში.
სწორედ ამისთვის, 26 ოქტომბერს ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ ემიგრაციაში, ბიძინა ივანიშვილი უნდა გავუშვათ “კანიკულებზე”, მის ენაზე იმ ქვეყანაში, საითაც დღეს მიგვათრევს პირდაპირი მნიშვნელობით. ემიგრანტებთან დაკავშირებით: ასიათასობით ემიგრანტია დიახ, მარტო ჩვენი რაიონიდან, ყველა მესამე პრაქტიკულად, გარბის ემიგრაციაში, არ არსებობს ოჯახი, ემიგრანტი არ ჰყავდეს. ჩვენ რას ვამბობთ: შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი იმისთვის, რომ აქედან კი არ გაიქცეს ხალხი, ა1ქ ჩამოვიდნენ ჩვენი ემიგრანტები, თავიანთ მშობლებს, თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, აქ იმუშაონ, აქ შექმნან დოვლათი, არ იყოს გაუცხოება შვილებს, დედებს, ბებიებსა და ბაბუებს შორის.
თქვენზეა, თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რომელსაც მინდა აქედანაც მივესალმო და გავამხნეოთ და რომლის თავისუფლება უდრის დიახაც, ამ ქვეყნის გათავისუფლებას რუსული რეჟიმისგან! გელოდებით 26 ოქტომბერს!”, – განაცხადა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილმა.