2 წერილი ვიხილეთ, ერთი – დიფ სთეითის დაწერილი, მეორე – ტრამპის ადმინისტრაციის – კობახიძე

”საინტერესოა, რომ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე – პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, პირველი წერილი იყო დაწერილი დიფსთეითის მიერ, მეორე – პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავება. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფსთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში.

ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატიც პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე.

ეს დუბლირება, ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან, პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით.”

ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, მარკო რუბიოსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მილოცვის წერილებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights