ვიცით რა გვინდა – აშშ-ს ურთიერთობის განახლების უკეთეს გზამკვლევს ვთავაზობთ – კობახიძე

 ”ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს – ჩვენი მოწოდებაა განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა.

საუბარია გზამკვლევზე, სადაც იქნება ასახული სარგებელი ორივე მხარისთვის – მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე.

ჩვენ ახლა ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს რამეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით პარტნიორობის განახლება.

[…] მათემატიკურად გადავთვალეთ ჩვენ რა სარგებელი მიიღო შეღავათების სახით ამერიკულმა მხარემ ჩვენგან (და აქ საუბარია ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობაზე) და თუ დავთვლით ფინანსურად იმ შეღავათებს, რომლებიც ჩვენ გავუწიეთ ამერიკულ მხარეს და თუ შევადარებთ იმ დახმარებას, რომელსაც რეალურად ვიღებდით აშშ-დან – ჩვენი შეღავათი ფინანსურად არის დაახლოებით
ხუთჯერ და ათჯერ მეტიც.

დახმარებაში ჩვენ ვერ ჩავთვლით იმ თანხებს, რომლებიც იქნა გაღებული სააკაშვილის გადასარჩენად – ეს იყო 2008-2011 წლებში ეკონომიკაში ჩასხმული ფული – სხვა წლებში, კაპიკი არ ჩაუსხამთ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, დახმარებაში ვერ ჩავთვლით ნჯო-ებზე გამოყოფილ ფულს.”

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა – აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია მედიას ქართულენოვან თარგმანს არ უგზავნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights