55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა ქობულეთში – შემთხვევა ერთ-ერთ საწარმოში მოხდა, სადაც ინერტული მასალის მიღება-გადამუშავება მიმდინარეობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ფაქტზე ინფორმირებულია შინაგან საქმეტა სამინისტრო. გომელაურის უწყება, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.