“რუსულად ვიტყვი. ნათელია, ადამიანს კრემლიდან, ძალიან ეშინია და ალბათ სადღაც იმალება. დარწმუნებული ვარ, მოსკოვში აღარ არის.
სადღაც რეკავს, რაღაცებს იხვეწება. მან იცის, რისი უნდა ეშინოდეს, რადგან, თავად შექმნა ეს საფრთხე. ყველა ბოროტება, სიძულვილი – ამ ყველაფერს თავად ავრცელებს.
და რაც უფრო დიდხანს ირბენს ბუნკერიდან ბუნკერამდე, მით მეტს დაკარგავთ ისინი, ვინც რუსეთთან ხართ დაკავშირებული.
რას გავაკეთებთ ჩვენ, უკრაინელები?
ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. ჩვენს თავისუფლებას დავიცავთ.
ჩვენ ჩუმად და უმოქმედოდ არ ვისხდებით.
ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და ეს აუცილებლად მოხდება.
და თქვენ რას გააკეთებთ ?
რაც უფრო დიდხანს იქნებიან თქვენი ჯარები უკრაინის მიწაზე, მომავალში მით მეტ ნგრევას მოიტანენ ისინი რუსეთში.
რაც უფრო დიდხანს იჯდება ეს ადამიანი კრემლში, მით მეტი კატასტროფა გექნებათ”
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ის რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხს ეხმაურება