დიფ სთეითის ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება – კობახიძე

”საჯარო წერილის გაგზავნამდე გაგზავნეთ არასაჯარო წერილი და სულისკვეთება იყო დაახლოებით იგივე… საჯაროდ ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, როგორ უყურებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას, ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე, ვამბობთ, რომ ვართ მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის განახლებისთვის, ველოდებით პოზიციას.

ხომ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა დასავლეთისკენ სიარული, თუ არ გვინდა, ვცადოთ აბა, იქნება გვინდა, საჯაროდ ხომ ვაცხადებთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შევთანხმდეთ რაღაცებზე, რატომ არ შეიძლება, რომ ამაზე დაიწყოს საუბარი, ეს არის ჩვენი ზოგადი გზავნილი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამესც- გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციას და დიფ სთეითს შორის, და იმის მიხედვით, საით გადაიხრება ბალანსი, ამის შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის […]

[…] რაც შეეხება [კითხვას] – ვალაგებთ თუ ვერ ვალაგებთ, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, დიფ სთეითის ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, თუ დიფ სთეითმა უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, მაგალითად, ასეთ ამერიკასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც ველოდებით.”

ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights