ეს არის დასაწყისი ჩვენი ბრძოლის – გიორგი სააკაშვილი

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია ბრძოლის დასაწყისია და მალე აქციებით სხვადასხვა რეგიონს მოივლიან.

“ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ მიშას ჯანმრთელობისთვის. მე პირობა მოგეცით, რომ დღეს შემოვუერთდებოდი ბათუმს. ეს არის დასაწყისი ჩვენი ბრძოლის, ვინაიდან ბათუმი ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ, თქვენ უნდა დამიდგეთ გვერდზე, თქვენ იქნებით სიმბოლო. ბათუმიდან აუცილებლად წავალ ზუგდიდში, ქუთაისში, ლანჩხუთში, კახეთში, აბსოლუტურად ყველა ქალაქში.

ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებას, იცოცხლოს. არ შეიძლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს აღმშენებელს ასე ექცეოდე, ოთხ კედელში იყოს დამწყვდეული. ვისმენდი კობახიძის განცხადებას, რომ თურმე ჩვენ 9 წლის მანძილზე გვმართავდა ფსიქოპატი. გამოდის, რომ ჩვენ ვართ ყველა ფსიქოპატები. ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, ჩვენ ვართ ერთად და ერთიანობა უნდა დაიწყოს ბათუმიდან“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share