“პრორუსობას, სამშობლოს მოღალატეობას და რაღაც კლიშეებს ესე მარტივად ვერ ავიტანთ… ამ დღეებში ვფიქრობდი, ვირისგან წიხლი, ხოლო ნაც-ბოლშევიკისგან იარლიყი არ უნდა გეწყინოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს.
მოვუსმინე 161-გვერდიანი დოკუმენტის განხილვას და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ნოლი არგუმენტირებული და საქმიანი შეკითხვა. მხოლოდ ნარატივი და დომინირება იმისა, რომ თითქოსდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის მიდრეკილი ძალადობის მიმართ. ჩვენი გუნდი კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას. მეტიც, მძულს, როდესაც დაჩაგრულს ვხედავ. პირველ რიგში, მისი ოჯახი მიდგება თვალწინ.
თუმცა, სად ბრძანდებოდით, მაგალითად, გასულ დღეებში, როდესაც ჩვენ გვემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით მე, ჩემს კოლეგებს, მათ შორის პრემიერმინისტრს, და არ იკითხავთ, რატომ? თქვენ რა პასუხი უნდა მოგთხოვოთ, ჩემო კოლეგებო, როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაციები სახალხო დამცველად წოდებული ნინო ლომჯარია და სხვები, უკვე რამდენი წელია, პოზიციონირებდნენ იმგვარად, რომ მართლმადიდებული მრევლის წევრს დაცვა არ უნდა, იმიტომ რომ ის უმრავლესობაშია, უმრავლესობის წევრს, პოლიტიკაში მყოფს დაცვა არ უნდა იმიტომ რომ ის უმრავლესობაშია. საერთოდ, უმრავლესობაში ყოფნა დანაშაულია…ჩვენს მიმართ გამოხატული ძალადობა ყოველ ჯერზე უყურადღებოდ რჩება თქვენგანაც და უფლებადამცველებად წოდებული ორგანიზაციებისგანაც…
…ჩვენ პრორუსობას, სამშობლოს მოღალატეობას და რაღაც კლიშეებს ესე მარტივად ვერ ავიტანთ… ამ დღეებში ვფიქრობდი, ვირისგან წიხლი, ხოლო ნაც-ბოლშევიკისგან იარლიყი არ უნდა გეწყინოს, მაგრამ ამით თავის დამშვიდება არ ივარგებს…, – ამბობს ბექა ოდიშარია.