“თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ სახელმწიფოში” – თალაკვაძე წინა ხელისუფლებას

“თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ სახელმწიფოში და ხალხს ატყუებდით, რომ რეფორმების გამო შეიძლებოდა, ვიღაც მოგეკლათ და სიკვდილის ექსპორტიორები ყოფილიყავით… ამას ამართლებდით და ამას აკეთებდით დასავლეთის სახელით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს.

ოპოზიციის წარმომადგენლებს მან შეკითხვაც დაუსვა:

”ახლა მინდა დავუსვა შეკითხვა, აი აქ ყველაზე ხმამაღლა რომ საუბრობდნენ, იმ ოპოზიციონერებს. რომელს არ ეთანხმებით აქედან? ანუ, რომელი არ მოგწონთ, მშვიდობა და უსაფრთხოება არ მოგწონთ, თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს არ ეთანხმებით ეკონომიკურ ზრდაზე? თუ თქვენ დარბაზიდან რომ გაიპარეთ და მოსმენა რომ აღარ გინდათ პასუხების, მაგ ნაწილში არანაირი დისკომფორტი არ გაქვთ. დემოკრატიას არ ეთანხმებით თუ რას აკეთებთ? ამ საკითხებიდან უბრალოდ თქვით, რომელს არ ეთანხმებით. ვერ იტყვით, იმიტომ რომ, იცით, რომ ეს არის ფარისევლობა, რაზეც თქვენ აქ საუბრობდით,” – თქვა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share