ტრამპის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა სანქციების მოსახსნელად – მდინარაძე

”დააშანტაჟეს, სცადეს, ერთი ადამიანის, მეორესი, სახელმწიფოს, თანამდებობის პირების დაშანტაჟება. გრძელდება, მოცემულობა იგივეა და იგივე მოცემულობის ფონზე, პერსონალურად მიდიხარ იმ ადამიანთან, რომელიც შანტაჟის ობიექტი უნდა გამხდარიყო, ვერ დაშანტაჟდა და მოქმედმა ადმინისტრაციამ [ტრამპის ადმინისტრაცია] არაფერი ახალი არ გააკეთა იმისათვის, რომ ეს სანქციები მოხსნილიყო. ეს, თუნდაც, კომპლექსს რომ ახსენებს ბატონი ბიძინა აქ, ეს კომპლექსი ბუნებრივი, ადამიანური კომპლექსია და პრობლემაა. რა მოცემულობაში ვჯდებით ჩვენ აი, ამ ქვეყნის წარმომადგენელთან ერთ მაგიდასთან და უნდა ვილაპარაკოთ რაღაცაზე… […]

მე ვიღაც მაშანტაჟებდა, კიბატონო, შენი წინამორბედი, შენი ადმინისტრაცია არა, მაგრამ რა ქნა ამ ადმინისტრაციამ, მოხსნა სანქცია? თქვა, რომ უსამართლო იყო? ან, რაღაც ახალი მესიჯები მინიშნების სახით რომ არის მაინც ვიღაცებიდან, ეს “დიფ სთეითის” გავლენა არის თუ არა?”-

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ზე “ღამის კურიერის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights