“ოცნებას” მძიმე ფასის გადახდა მოუწევს – გიგიაძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე აანონსებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და “ქართულ ოცნებას” არსებობისთვის ხელს უწყობენ, სანქციები უახლოეს მომავალში დაუწესდებათ.

გიგიაძის განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოსპობისთვის და საკუთარი მოქალაქეების დარბევისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.

”ეს დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მკაფიოდ გამიჯნული საქართველოს მოსახლეობა და დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება. აქ არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებულად გამოხატული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოსახლეობისადმი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და მეორე მხრივ, ის მძიმე შედეგი, რომელიც დადგება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ხალხის გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგება. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ჩამოაშორონ საქართველო ევროკავშირს, მაქსიმალურად შეგვიზღუდონ დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა და ამიტომ მათ მოუწევთ ამისთვის ძალიან ძვირი ფასის გადახდა და ეს რამდენიმე თვეშიც იქნება გაცხადებული და მალე იქნება თითოეულ ადამიანის სანქცირება”, – ამბობს გიგი გიგიაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights