გურიის მოამბე

შსს ნიკა მელიას დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

შსს ნიკა მელიას დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

უწყების ცნობით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

”ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”, – აცხადებენ შსს-ში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

წყარო:IPN

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights