სპეცოპერაცია “აბლაბუდა” – რა შედეგით დასრულდა რუსეთისთვის პირველი ივნისის ღამე

41 განადგურებული ბომბდამშენი და შვიდ-მილიარდიანი გამოუსწორებელი ზარალი – ამ შედეგით დასრულდა რუსეთისთვის 2025 წლის პირველი ივნისის ღამე. სპეცოპერაცია “აბლაბუდა”, რომელსაც კიევში 18 თვე გეგმავდნენ, დღეს მსოფლიოს ყველა გენერლისთვის თავსატეხად არის ქცეული. თუ ომში მყოფმა ქვეყანამ, რომელსაც არასაკმარისი სამხედრო რესურსი აქვს შეძლო და დრონები სამიზნეებთან ასე ახლოს მიიტანა, მაშინ ვაშინგტონ პოსტი სვამს კითხვას: რა დაუშლის ხელს ჩინელებს იგივე გააკეთონ აშშ-ს საჰაერო ბაზებთან?

დრონებით თავდასხმის გამო, განადგურებულია თვითმფრინავები, რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლოთ. ცეცხლმა სრულად დაწვა TU 95MS და TU 22M3-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები. უკრაინელებმა დაარტყეს ჩრდილოეთის ფლოტის სამეთაურო შტაბს და საზღვაო ბაზაზე მდგარ სარაკეტო კრეისერსაც. ეს მხოლოდ ფინანსური ზარალი არ არის. რუსეთს იგივე თვითმფრინავების შესაძენად თანხა რომც ჰქონდეს, ფიზიკურად ვეღარ იყიდის, რადგან გამანადგურებლების უმეტესობა ან აღარ იწარმოება, ან წელიწადში ერთის გამოშვებაა შესაძლებელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights