გურიის მოამბე

საქართველოს რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს რუსეთის და ბელორუსიის გზას-დავით კიკალიშვილი

სამწუხაროდ, მგონია, რომ დღევანდელი საქართველოს რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს რუსეთის და ბელორუსიის გზას,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, დავით კიკალიშვილმა გადაცემა მედიის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, “ეს ქართული საზოგადოებისთვის წითელი ხაზი უნდა იყოს, რადგან როგორც არ უნდა არ მოგწონდეს მედია, განსხვავებული აზრის მოსმენის გარეშე თავისუფლება შეუძლებელია“.

”სამწუხაროდ, მგონია, რომ დღევანდელი საქართველოს რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს რუსეთის და ბელორუსის გზას. ჯერ უნდა ფინანსურად შეზღუდოს მედია, შემდეგ რაღაც სასაცილო კანონმდებლობას იგონებს, რომ ბოლომდე მოგუდოს ის და მგონია, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის წითელი ხაზი უნდა იყოს, რადგან როგორც არ უნდა მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს მედია, მთავარია, განსხვავებული აზრი მოისმინო, ამის გარეშე თავისუფლება შეუძლებელია, კი საჭიროა ეს ზეწოლა, ევროპისგან, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიღვიძოს და არ დაუშვას, რომ დაკარგოს დამოუკიდებელი მედია”- განაცხადა კიკალიშვილმა.

ჟურნალისტის თქმით, “თუ დამოუკიდებელ მოდიას მოგუდავენ იქნება ტოტალური სიჩუმე“.

”თუ დამოუკიდებელ მოდიას მოგუდავს ქართული რეჟიმი მერე იქნება როგორც რუსეთში, გაქრება იუთუბი, შემოვა შეზღუდვები ინტერნეტში, იქნება ტოტალური სიჩუმე,  რომელშიც შექმნიან არარეალურ სამყაროს, სამწუხაროდ ამის ნიშნებს ვხედავ, მაგრამ მაქვს ახალგაზრდების იმედი დამგონია, რომ გამოიღვიძებს და არ დაუშვებს ამას”- თქვა მან.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” FARA, რომელიც  პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

FARA-ს ამოქმედების შემდეგ, “ქართული ოცნება” ტელეკომპანია “პირველს“ და ტელეკომპანია “ფორმულას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა – “ოლიგარქი”;  “არალეგიტიმური ხელისუფლება”; “ოლიგარქის რეჟიმი”; “კლანის მსახური მოსამართლე” და ა.შ..

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights