როგორც არ უნდა ებრძოლონ ტერმინოლოგიას, “ოცნება“ რეალობას ვერ აკრძალავს-ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “დიქტატორები ებრძვიან სიტყვებს და გამოხატვის თავისუფლებას, ამიტომაც ვერ იტანენ მედიებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია ძალა, რომ რამე თქვას.“
”ტერმინს აკრძალავ რა, რეალობას გააუქმებ? რეალობა არის ის, რომ ევროკავშირი და დასავლეთი მათ არ აღიარებთ. ლეგიტიმაცია მოდის ძალიან სწრაფად, როდესაც ხალხის ნება არის გაცხადებული, სამართლიანი. რატომ არ აღიარებენ ამათ? იმიტომ რომ არ არის ცხადი, ჩაეტარებინათ სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ესენი რისი ჩამტარებლები არიან, არჩევნების იდეა საერთოდ გააუქმეს, ივანიშვილის ბანდამ. რომ ჩაეტარებინათ არჩევნები და ხალხის ნება ასახულიყო ისე, როგორც გამოხატა ხალხმა, მიიღებდნენ ამ აღიარებას, მაგრამ არ არის. მათ ვიზების პრობლემაც კი აქვთ, დღეს მოვისმინე, რომ მაკა ბოჭორიშვილს დასჭირდა სპეციალური ვიზის აღება, ლუქსემბურგში წასასვლელად და ეს არ ესიამოვნა. როგორც არ უნდა ებრძოლონ და დიქტატორები ებრძვიან სიტყვებს და გამოხატვის თავისუფლებას, ამიტომაც ვერ იტანენ მედიებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია ძალა, რომ რამე თქვას. როგორც არ უნდა ებრძოლონ ტერმინოლოგიას, რეალობას, სინამდვილეს, რომელიც მათთვის პრობლემურია, ვერ აკრძალავენ“, -განაცხადა ლაშა ბუღაძემ.