გურიის მოამბე

“ოცნების“ სანქცირებული წევრები EU-ში რეკავენ, როგორ შეუძლიათ სიიდან გასვლა-ევროპარლამენტარის სკანდალური განცხადება

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ სანქცირებული წევრები ევროკავშირში რეკავენ და კითხვას სვამენ: როგორ შეუძლიათ სიიდან თავის დაღწევა.

განცხადება სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა.

როგორც ის ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში მიიღო.

”ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამას შეაჩერებდა, პერსონალური სანქციებია. ერთადერთი, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს, ხალხს დაურეკეს კითხვებით: რა ბედი ეწია ჩემს აქტივს… ჩემს სახლს ესპანეთში… ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ… ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც შევხვდით, ისაუბრა ამ ერთადერთ რეაქციაზე, რომელიც წარსულში გვქონდა. რამდენიმე სახელი დასახელდა, რომ მათ დაურეკეს ევროკავშირს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ ამ სიიდან გასვლა“,-განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ნაჩო სანჩეს ამორიმ “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი თანმიმდევრულად და დეტალურად მიჰყვებიან ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს სრულიად განსხვავებული მეთოდით იყენებენ, ვიდრე ამერიკელები.

”საქართველოში ეს კანონი გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებისთვის და პრობლემების შესაქმნელად ჩვენს საელჩოებში, ყველა საელჩოში, მათ შორის ვატიკანისაც კი. რადგან მათ უნდა გადასცენ ხელისუფლებას ადგილობრივი თანამშრომლების სია, რომლებიც შეიძლება გამოაცხადონ უცხოელ აგენტებად. და თუ ასეთად მიგიჩნევენ, შენი სახელი გამოქვეყნდება, გაბულინგებენ, პრობლემები გექმნება. საელჩოებს შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ პრობლემა არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან. თუ მიიღეს, ყველაფერს რისკავენ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights