ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეს არის ძირითადი მოთხოვნა და არაფერი იცვლება, მაგრამ შემოვიდა ბრძოლის ველი, თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ამათ უნდათ, რომ გაგვანულონ,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს„ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ისინი თუ არ შევლენ ამ არჩევნებში კოორდინირებულად, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა.“
„ჩვენ თუ შევალთ კოორდინირებულად, „ქართულ ოცნებას“ რჩება 2 არჩევანი, ან უნდა წააგოს, ან გააყალბოს, მაგას მოგების შანსი არ აქვს. გააყალბოს კიდევ ერთხელ, გაგვაბრაზოს უფრო მეტად“,-ამბობს ის.
”რეჟიმი ემზადება გენერალური ბრძოლისთვის, რომლისთვისაც გენერალური ბრძოლა არის საპარლამენტო არჩევნების მოგება, ყველა ის ქმედება, რომელსაც ის ახორციელებს, ემსახურება ამას, რომ მოიგოს ეს გენერალური ბრძოლა. საბოლოოდ გაიფორმოს ეს ქვეყანა, მოვიდეს კონსტიტუციური უმრავლესობით. ამ გზაზე ერთ-ერთი მაგისტრალი არის თვითმმართველობის არჩევნები, ამას ანიჭებენ დიდი უპირატესობას, რადგან ამ გენერალური ბრძოლის წინ დაიკავოს ყველა მნიშვნელოვანი ადგილი,-ამბობს ის.
ჩერქეზიშვილი მიიჩნევს, რომ პროტესტი პოლიტიკურ პროცესში ვერ გადავიდა და აუცილებელია, რომ გადავიდეს.
პროტესტი მნიშვენლოვანია, მაგრამ მე, ერთ მოქალაქეს, მჭირდება რწმენა, რომ ვდგამ სწორ ნაბიჯს, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოიკოტი სწორი ნაბიჯია. გამარჯვების ფორმულა არის ერთი-გინდ ბოიკოტი და გინდა არჩევნებში გასვლა, უნდა იყოს ერთიანი პოზიცია. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირი მიზანია, რომ ჩვენ დაგვყოს. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს წინასწარ წაგებული ბრძოლა. შენ თუ ბრძოლაში ხარ, წაგებული ვერანაირად იქნები“,- განაცხადა ჩერქეზიშვილი.