ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, შეიძლება ითქვას, რომ 70 პროცენტი უკვე დაკარგულია,- ამის შესახებჟურნალისტმა, თეა ადეიშვილმა გადაცემა“ რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “რეჟიმი ადამიანებს აკავებს იმ სიტყვებისთვის- “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“, ამას მეტი არაფერი ჰქვია, თუ არა რეჟიმის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე.“
“ვიგუდებით, ჩვენ ბოლო დღეებს ვითვლით, არაფერი აღარ გვაქვს, მედიას აღარაფერი აღარ გვრჩება. მალე საარსებო შესაძლებლობებიც აღარ გვექნება“,-დასძინა მან.
”მე ამას ვერაფერს ვუპირისპირებ, გარდა იმისა, რომ არ ვჩერდები, ამ ქვეყანაში ვარ ისეც და ცოცხალი ვარ. არ მეშინია დაჭერის, ციხეში წასვლის, იმიტომ კი არა, რომ იქ რამე კარგი მელის? ჩვენი ქევყანა ისეთ გზაგასაყარზეა, როგორზეც ვიყავით არა 20-იან, არამედ 30-იან წლებში. არ ვიცი უფრო მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა კაქვშირის პირველი წლების გარდა, ვიდრე ახლა არის. ჩვენ თანამედროვეას ჰყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი და ამ სიტყვის თქმისთვისაც, რეჟიმი მზადაა, მიიღოს ახალი კანონები და ციხეში გაგვიშვას ყველას,-ამბობს ის.