თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი – პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ ორივე ვერსია განიხილა და ორივე მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტი საშიში იმის გამოა, რომ ოპოზიცია ერთიანობას ვერ ახერხებს, რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, მისი თქმით, “ქალაქში კალაძისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ლეგიტიმაციის კიდევ ერთ საყრდენს გამოაცლის „ოცნებას“.
„ნაწილი თუ მიიღებს მონაწილოებას არჩევნებში, ნაწილი კი ბოიკოტში იქნება, საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვა ივანიშვილი და მისი მოკავშირეები“,-ამბობს ის.
”ბოიკოტი საშიშია იმის გამო, რომ უკვე გამოჩნდნენ მრავლად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იღებენ მონაწილოებას, ანუ ბოიკოტს იმ შემთხვევაში აქვს ფასი, თუ ის არის ერთიანი. მოიცავს ოპოზიციური პარტიების უდიდეს ნაწილს და მეორეს მხრივ, მონაწილოება არის საშიში იმ გაგებით, რომ ვხედავთ რა ტიპის ავტორიტარიზმი მყარდება ქვეყანაში. ძალიან აგრესიულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის ღალატი, მაგრამ არ გვეუბნებიან, რა იქნება ბოიკოტის შემდეგ. ასე, რომ თუ რომელიმე გადაწყვეტილებას გამარჯვება უნდა, მხოლოდ ერთ სვლას არ უნდა გვეუბნებოდნენ პოლიტიკოსები“, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა გაამხილოს, რა გეგმა აქვს და რა მიმართულებით მიდის, თუმცა, ვარაუდობს, რომ მათ ჯერ კიდევ არ იციან, ბოიკოტს, თუ არჩევნებში მონაწილოებას რა შეიძლება მოყვეს.
”ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას გეგმავს ოპოზიცია, რა მიმართულებით მიდის. ივანიშვილის წარმატების ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ ტაქტიკურ დონეზე იცის, ხვალ, ზეგ რა გააკეთოს, ეს ნაფიქრი აქვს. ჩვენ ოპოზიციას კი ეს ნაფიქრი არ აქვს და არ იციან მათ ბოიკოტს, ან არჩევნებში მონაწილოებას რა შეიძლება მოჰყვეს. ბოიკოტი თუ არ იქნა უნივერსალური და ყველამ ან უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა, ის თავის მნიშვნელობას კარგავს. საქართველოს ისტორიამ აჩვენა რომ ბოიკოტში მონაწილე პარტიები მერე ქრებიან, ან მათი სრული რადიკალიზაცია ხდება და ხანდახან იარაღსაც იღებენ ხელში,- ამბობ ის.
ლორთქიფანიძის თქმით, “ოპოზიციონერები საკუთარი განცხადებების ტყვეები არიან და თავიდანვე დაასამარეს არჩევნების ნებისმიერი იდეა.“
”როდესაც ასეთ რადიკალიზმზე მიდიხარ, ამის თავიც უნდა გქონდეს, როცა ბოიკოტს აცხადებ, მინიმემ 70 პროცენტი მოსახლეობის, სრულად უნდა გენდობოდეს, ან მობილიზებული უნდა იყოს, რომ გვერდში დაგიდგეს. როცა ასეთი მხარდაჭერა არ გაქვს და ყველა ხიდს წვავ, შემდეგში აღმოჩნდები ხოლმე ასეთ გამოუვალ სიტუაციაში, როგორშიც დღევანდელი ოპოზიციაა“,- ამბობს პოლიტოლოგი.