შესაძლოა, ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლების შეცვლას პირდაპირ არ გამოიწვევს, მაგრამ შედეგად მიღებული სურათი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც შეასუსტებს ან გააძლიერებს ცენტრალურ ხელისუფლებას, -ამის შესახებ კონსტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ “ანა წერეთლის დღის ამბებში“ განაცხადა.
ხმალაძის თქმით, ხელისუფლების შეცვლის ორად ორი საშუალება არსებობს, პირველი– არჩევნები, მოერე კი – “ძალის გამოყენება”, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი გზა, არჩევნები, “ყველაზე კარგი სცენარია“.
”ყველაზე კარგი სცენარია, შეიცვალოს საარჩევნო გარემო-ერთი და მეორე-გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ გაიმართოს თვითმმართველობის არჩევნები. ან, მეორე არც თუ ისე ცუდი ვერსია, შეიცვალოს საარჩევნო გარემო და ერთდროულად გაიმართოს საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები. ორივე შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც საზოგადოების რეალური მხარდაჭერა აქვს და ერთობლივად შეუძლია “ოცნების“ დამარცხება, ერთი პირით უნდა გამოდიოდეს,- ამბობს ის.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას – კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ „ქვეყანას ეყოლება არალეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლება და ლეგიტიმური ადგილობრივი ხელისუფლება.“
ხმალაძე ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს შანსი, რიგ საკრებულოებში მოიგოს მათმა წარმომადგენელმა და ამით შეასუსტოს “ოცნების“ ხელისუფლება.
„რაც უფორ მეტის მოგებას შეძლებენ, მით უფრო შესუსტდება “ოცნების“ ხელისუფლება“,-ამბობს ის.
”თუ არჩევნებზე ვიტყვით უარს, ვიღებთ იმას, რომ ყველგან, არანაირი გაყალბება არ დასჭირდება, იგებს „ქართული ოცნება“. არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობსი შემთვხვევაში, სავსებით შესაძლებელია, რიგ საკრებულოებში, მოიგონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუ შეთანხმებულად იმუშავებენ. ამ შემთხვევაში ჩნდება შანსი, რომ ცალკეული საკრებულოები და მერის თანამდებობი მოიგოს ოპოზიციამ. ამით ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხდება, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მათი ძალა იქნება შესუსტებული. რაც უფორ მეტის მოგებას შეძლებენ, მით უფრო შესუსტდება “ოცნების“ ხელისუფლება. გამოდის, რომ თუ ერთბაშად ვერ ვახერხებთ, არ ვცადოთ, რომ შევასუსტოთ მისი გავლენა? და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შევუწყოთ მათ დმარცხებას.
ვთქვათ, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ გამოავცხადოთ ბოიკოტი არჩევნებზე, ფორმალური ბოიკოტი ვერ განხორციელდება, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კაცი მივა, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, გაყალბება არ დასჭირდება “ქართულ ოცნებას“ და ის არგუმენტი, რომ მათ გაყალბებით მოიგეს არჩევნები, ესეც დაიკარგება. ანუ ჩვენ გვეყოლება არალეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლება და ლეგიტიმური ადგილობრივი ხელისუფლება”- განაცხადა ხმალაძემ.