ლეგენდარული აზოვის ბატალიონი – უკრაინის დასაცავად გაერთიანებული გმირი სამხედროები

ელიტური უკრაინული საბრძოლო შენაერთი, რუსეთის მტერი ნომერი ერთი, კრემლის პროპაგანდის და რუსული არმიის მთავარი სამიზნე – უკრაინული ბატალიონი აზოვი. სამხედროები, რომლებიც 21 დღეა მარიუპოლს იცავენ და სრული ალყის მიუხედავად რუსები ამ ქალაქი შესვლას ვერ ახერხებენ.

ლეგენდარულ მეთაურთან და უკრაინელ მებრძოლებთან ერთად ამ სამხედრო შენაერთში უამრავი ქართველი მსახურობს. ყირიმის ანექსიის პერიოდში რუსეთის პირველი შეტევების შესაჩერებლად შექმნილმა ბატალიაონმა ბოლო რვა წლის განმავლობაში გაითქვა სახელი. აზოვის მებრძოლების ბოლო გმირობას კი მსოფლიო ყოველდღიურად ადევნებს თვალს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share