სკანდალური ჩანაწერი: სუს-ი აღსარებებს უსმენს?

“სპეცსამსახურებს მონასტრებში მოსასმენები აქვთ დამონტაჟებული” – სკანდალურ ამბავს ჩანაწერში ის მონაზონი ჰყვება, რომელიც სავარაუდოდ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანის სავარაუდო ლიკვიდაციის მომზადების გამო გადაიბირეს.

აუდიო-ფაილში  მონაზონი ეპისკოპოსს  უყვება, რომ უსმენენ მათ შორის აღსარებებსაც, რომელსაც სასულიერო პირები იბარებენ. 

“მაგან მე მითხრა, ნასვამი იყო, ყველა კუთხეში ჩამწერები აყენია, ისიც კი იციან, აღსარებაში რასაც იძახითო”- ამბობს ჩანაწერის მიხედვით მონაზონი. 

ჩანაწერიის მიხედვით, ეპისკოპოსის წინააღმდეგ მონაზვნის სავარაუდო გადაბირების ოპერაციაში შინჯიკაშვილის გარდა, სასურველი ინფორმაციის მისაღებად  ზეწოლას მისი დაცვის უფროსი ჯაბა, იგივე “იასინიც” იოსელიანიც ახდენდა.

აუდიო – ჩანაწერების მიხედვით, მონაზონი ირწმუნება, რომ ვიცე- გუბერნატორის და მისი  არაფორმალური დაჯგუფების  მხრიდან  სისტემატური ზეწოლის ქვეშ იყო, იმდენად რომ მისივე მტკიცებით, ეპარქიიდან  წასვლაც კი გადაწყვიტა. მონაზონის მონაყოლის თანახმად, ამ ფაქტს კი ჯერ იოსელიანის ზარი, შემდეგ კი შინჯიკაშვილის მუქარა მოყვა.

ჩანაწერში მონაზონი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც ლიკვიდაციის გეგმის შესახებ მამა გიორგი ჯამდელიანს მოუყვა, სასულიერო პირის განცხადებით, მისი ლიკვიდაციის და განეიტრალების მუქარაც მოჰყვა.

”ჩვენ ძალა ვართ-ო, ჩვენ ბევრნი ვართ, შენ თუ სადმე მკვდარი არ გიპოვონ-ო, მე არ ვიყო გიორგი შინჯიკაშვილიო”- ჰყვება ჩანაწერის თანახმად, მონაზონი. 

მძიმე დანაშაულში სასულიერო პირი აუდიო ჩანაწერში ხელს გიორგი შინჯიკაშვილს და მისი დაცვის უფროსს იასნ, ჯაბა იოსელიანს  ადებს, ფაქტის თვითმხილველად ასახლებს კახა ჭუმბურიძესაც, სპეცრაზმის ერთ-ერთ ბოსს და იმ ადამიანს, რომელიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის სატყორცნ მანქანაში, გაზის გარევის ბრძანებას იღებდა და ასრულებდა.

მონაზონი მეუფესთან საუბარში ირწმუნება, რომ ყველაფრის მტკიცებულება აქვსდა რასაც ამბობს ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, ამის დამტკიცება შეუძლია.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights