ანარქიზმის დავიწყებული ლეგენდა – ოზურგეთელი კომანდო გოგელია
.
1903 წელს ჟენევაში კომანდო (გიორგი) გოგელიამ და მისმა ცოლმა ლიდია გოგელიამ (იკონნიკოვა), შექმნეს ანარქისტი პუბლიცისტების ჯგუფი „პური და თავისუფლება“ (Хлѣбъ и воля), გოგელია იმ დროისათვის ისეთივე პოპულარული ანარქისტი თეორიტიკოსი გახლდათ, როგორებიც თავის დროზე იყვნენ – ბაკუნინი, ლაზინსკი, კრაპოტკინი (გოგელიას “მასწავლებელი”) და რაევსკი. ანარქისტებში კომანდო გოგელიას მიერ შექმნილი ანარქისტული მიმდინარეობა „ხლებოვოლცების“ სახელით იყო ცნობილი. ასევე გოგელია შედიოდა ანარქისტების ერთერთ მთავარ იდეოლოგიურ ჯგუფში, რომელიც „ანარქო-პატრიოტების“ სახლით იყო ცნობილი. ეს ჯგუფი მიიჩნეოდა ერთერთ ყველაზე უფრო აგრესიულად ანარქისტებში. მათი აზრით ბრძოლის ერთადერთი მეთოდი უნდა ყოფილიყო სოციალური რევოლუცია, რომელსაც უნდა დაემხო ბურჟუაზია და მისი რეპრესიული ისნტიტუტები. კომანდო გოგელიას პუბლიკაციები ქვეყნდებოდა „ორგეიანი“-ს და “ილიაშვილის” ფსევდონიმებით.
.
ასე აღწერს ცნობილი ნაროდნიკი ელიზავეტა კოვალსკაია გოგელიასთან დაკავშირებულ პირველ შთაბეჭდილებას:
„1903 წელს ჟენევაში გამართულ ურიცხვ და ხალხმრავალ შეკრებათაგან ერთერთზე მე დაინახე ტრუბუნასთან მისული მთიელის ტიპიური ფიგურა, თხელი, მშრალი, მოწესრიგებული სახის მკვეთრი ნაკვთები, ცეცხლისმფრქვეველი თვალებით, რომელიც ველურის იმპულსური მოძრაობებით მზად იყო კვეთებოდა მტერს. ახლო მისვლისას მე გავიგონე ძლიერი კავკასიური აქცენტით მთის მდინარესავით მქუხარე ლაღი სიტყვა… ზუსტი, მწარე, შხამიანი დაცინვა კასკადივით ეფრქვეოდა თავზე ანარქიზმის მოწინააღმდეგეებს, რაც შეკრებილთა ერთ ნაწილში ხმამაღალ სიცილს ხოლო მეორეში უკმაყოფილებას იწვევდა. სიტყვა წარმოთქმული იყო ჩერნოვის რეფერატის საწინააღმდეგოდ.“
.
„ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მასთან კერძო საუბრისას დავინახე სრულიად სხვა გოგელია. ველური კავკასიის შვილი გადაიქცა ზედმიწევნით კორექტულ, ევროპული აღზრდის ახალგაზდად, რომელსაც ვერ განასხვავებდით ფრანგისაგან. იგი თავშეკავებულად და თავაზიანად ხსნიდა თავის ანარქისტულ მსოფმხედველობას, ავლენდა დიდ წიგნიერებას და ღრმა განათლებას.“

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა