მედიაჩეკერის ცნობით, 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი, მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს.
ფოტოგრაფი ქართველი ფოტორეპორტიორებისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც “მედიაჩეკერი” ავრცელებს, წერს, რომ საქართველოში პირველი ვიზიტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჰქონდა.
“ამ დროს თითქმის ყოველ საღამოს დავდიოდი რუსთაველსა და პარლამენტთან. სოლოლაკში ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ნიშნავდა, რომ შენობის უკან მდგარი პოლიციის პირდაპირ უნდა გამევლო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჯერ არ ჰქონდა დამონტაჟებული ჩინური ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალთვალო კამერები, ვფიქრობ, ‘მომმნიშნენს'” – წერს ვინიო
ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ “ამ ვიზიტებისას გადაღებული ფოტონამუშევრები გამოქვეყნდა The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში, გამოიფინა თბილისის ფოტოფესტივალზე „ქოლგა“ და ასევე, მოხვდა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე”.
“ასევე, მე რეგულარულად ვაქვეყნებდი პოსტებს სოციალურ ქსელებში, რომლებითაც ღიად გამოვხატავდი ჩემს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის…
ამჯერად მოკლე პირადი მოგზაურობით ჩამოვედი, რათა რამდენიმე დღე ჩემს მეუღლესთან ერთად გამეტარებინა. მინდოდა, მასაც გამოეცადა ის საქართველო, რომელიც ჩემთვის ამდენ რამეს ნიშნავს. ეს მისთვის პირველი შემთხვევა იქნებოდა” – წერს მარილიზ ვილიო