ვარკეთილში სამი მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, დაახლოებით 2 000 ლარი და ტანსაცმელი. შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე დილის 7:00 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს ოთხი არასრულწლოვანი, რომლებსაც სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ, კარის გასახსნელად.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ქურდობაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია.