რუსეთისა და სერბეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას გააგრძელებს.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინისა და კოსოვოს საკითხი და ურთიერთობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინთან გაზის მიწოდების სამ წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა, ხოლო დამატებით დეტალებს მწარმოებელ კომპანიასთან, გაზპრომთან გაივლიან. სატელეფონო საუბრისას მან ასევე ისაუბრა თავისი ქვეყნის გაზის საცავის ქსელის გაფართოებაზე.