რუსეთი დეფოლტისგან ერთ ნაბიჯზეა – სახელდება პერიოდიც

უკრაინასთან ომისა და მის გამო დაკისრებული სანქციების გამო რუსეთი დეფოლტისგან ერთ ნაბიჯზეა, – აცხადებს გამოცემა Bloomberg-ი. მისი ინფორმაციით, 27 მაისს, საღამოს უცხოურ ინვესტორებს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებზე გადახდები არ მიუვიდათ.

ეს იყო ბოლო ვადა როცა რუსეთს უნდა დაეფარა ობლიგაციები Россия-2026 და Россия-2036, შესაბამისად 71,25 და 26,5 მილიონი ევრო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ აღნიშნული თანხები კიდევ 30 დღის განმავლკობაში არ დაიფარება, რუსეთში დეფოლტი გამოცხადდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share