კომპანია „ნაბეღლავის“ ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (Bantamweight) ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ეწვია. სპორტსმენი გულშემატკივრებს შეხვდა და სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა მომავალი გამარჯვებებისთვის”,– აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
შეხვედრას ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




