შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა – 2013 წელს მომხდარი დანაშაულის დეტალები

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამა, დავით გელაძე 2013 წელს 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით იყო დაკავებული.

შემთხვევა, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 26 მაის მოხდა – გიგი სვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის იმ დროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ადასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრს დადასტურებული ბრალის მიუხედავად, ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია. არადა 2013 წელს, ფაქტს თეა წულუკიანი “საზარელ დანაშაულს” უწოდებდა.

გივი სვანი  ადასტურებს, რომ დაჭრილი კლინიკაში მეგობრებმა გადაიყვანეს. სვანს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ადასტურებს, რომ მანდ საგამძებო მოქმედბებში მიიღო მონაწილება და თავდამსხმელი პოლციელიც ამოიცნო.

მას შემდეგ რაც პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან 18 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტი გახმაურდა და ოპოზიციამ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, მომხდარიდან 16 დღის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა მოქმედი თანამშრომელი დააკავა.

ბრალი დავით გელაძე სისხლის სამართლის 117-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა გელაძე სასამართლოს დარბაზიდან 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დავით გელაძეს, საპროცესო გარიგება, პროკურატურამ  2014 წლის 26 მარტის განაჩენით, გაუფრომა. მას სამი წლით პირობით მსჯავრი და 15 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, გელაძის 15 ათასი ლარი გაირაოს სახით გადახდილი ჰქონდა და ეს თანხა ჯარიმად გაუწერეს.

დავით გელაძე ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, თუმცა 2013 წელს მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბარი არ სურს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights