„რუსეთი ჩვენი მეგობარია“ – ირანის მთავარი დიპლომატი პუტინთან მიემგზავრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის მიერ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშების ფონზე მოსკოვში ვიზიტი დააანონსა.

როგორც The New York Times წერს, თეირანის მთავარი დიპლომატი ამ განცხადებით კვირას, 22 ივნისს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.

არაღჩის თქმით, იგი მალე გაემგზავრება რუსეთში. ხვალ, 23 ივნისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

„რუსეთი ირანის მეგობარია, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ყოველთვის ვატარებთ კონსულტაციებსა და კოორდინაციას ჩვენს პოზიციებზე“, — აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ღამით, 22 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე — იერიში მიიტანა. ფორდოზე, რომელიც ძირითად ობიექტად ითვლება, ჩამოაგდეს ბომბების სრული საბრძოლო მარაგი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights