უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გამოცემა SkyNews-ს ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს, თუ არა თანამდებობიდან გადადგომას, ზელენსკიმ ასე უპასუხა:
“მე ყოველთვის მზად ვარ (გადავდგე), მაგრამ არ ვარ მზად ვუღალატო საკუთარ ხალხს, ადამიანებს, რომლებიც მიყვარს და რომელთაც პატივს ვცემ[…]
მიმდინარეობს ომი და ჩემი ვალია გავიარო ეს ომი საკუთარ ქვეყანასთან ერთად. თუ კი, ჩემი ხალხი მიიჩნევს, რომ სხვა ლიდერი სჭირდება, უბრალოდ არ მაქვს უარის თქმის უფლება. დავიღალე, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ქვეყანა ომშია”.
ჟურნალისტი ჩაეძია რესპოდენტს, არის თუ არ ის მზად უკრაინასთან ერთად გაიაროს ეს ომი.
“მე ყველაზე გამოცდილი ვარ. შესაძლოა არ ვარ საუკეთესო. ყოველთვის არსებობენ შენზე უკეთესი ადამიანები[…] კრიტიკულ მომენტებში დღეში 20-მდე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან”. – უპასუხა ზელენსკიმ.