მმართველი პარტია მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში-ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში – კანდიდატებზე შეჯერდა, თუმცა მათი ვინაობა ამ წუთისათვის გასაიდუმლოებულია.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა წყაროებმა შეატყობინეს.
მათივე ინფორმაციით, გურიის არცერთ მუნიციპალიტეტში, ხელისუფლება მოქმედ მერებს არ წარადგენს.
ლანჩხუთში, სარიშვილის მემკვიდრედ, დიდი ალბათობით, ბიზნესმენ სოსო ჩხაიძის კადრს (ნინო წილოსანის გარემოცვა) წარადგენენ, უცნობია ასევე ვის წარადგენენ ჩოხატაურში, რადგან სუსის ყოფილ უფროს, ლილუაშვილთან ახლო ურთიერთობის გამო, პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის ძალაუფლება შეირყა და მისი მოქმედი მერის შანსებიც, ხელმეორე კენჭისყრაზე შემცირდა.
რაც შეეხება ოზურგეთს, აქ, მერობის კანდიდატთა ფართო ჩამონათვალი იყო – მერაბ ჭანუყვაძე, გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, გია ანთაძე და სხვები.
თუმცა, როგორც ჩვენი წყაროები ვარაუდობენ, ყველაზე მეტი შანსი აქედან, მოქმედ გუბერნატორს, გიორგი ღურჯუმელიძეს აქვს.