ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარემ, რუსტამ ტაპაევმა მხარი დაუჭირა უკრაინის ქალაქ მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევას.
მისი თქმით, ასეთი ინიციატივა თავად მარიუპოლის მცხოვრებლებმა უნდა წამოაყენონ, რომლებიც კადიროვის „მადლიერნი“ არიან იმისთვის, რომ ჩეჩნეთის სამხედრო პერსონალმა „ქალაქი გაათავისუფლა“.
მანამდე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩეჩენი სამხედრო მარიუპოლის ქუჩებში მოძრაობს და ქალაქისთვის სახელის გადარქმევის იდეით გამოდის. ვიდეოში ის ამბობს, რომ ქალაქს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის პატივსაცემად, „ახმატი“ უნდა დაერქვას.