ეს ავტორიტარული ტაქტიკაა – ევროკომისიის სპიკერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე

პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული “ავტორიტარული ტაქტიკაა და იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან“.

“ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, – წერს ჰიპერი.

”საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, – წერს ჰიპერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights