მოკლედ: ხვალ კიტრები უნდა ავფარჩხო, პომიდორს, შარშანდელი ღჯები შევინახე, ივარგებს წროულს და დუუსობ…
ხაპებს ჟიჟა უნდა მივაშველო, გაყვითლდა ბაიასავით. ეზო? აუ სულ გასაცელია, რადგან მისდღემჩი ჟღვანთი ამინდია- ქოცური.
თეთრი ბალი იაფად ვიყიდე, მურაბასაც დავადგამ….მოსასწრებია ყოლისფერი.
ლეკიანობაა და როის გავვარდები ველად ვინ იცის.
ჰოდა, ჩემო მანასეო- არაფერი რიგზე არაა, მარა იხტიბარს რავა გევიტეხ, სარეველას ბოსტანშიც და ქვეყანაშიც ჩემს წილს გავმარგლი თქვენთან ერთად.
ცხოვრება გრძელდება, მძიმე, რუტინული, ტკივილიანი , გაუსაძლისი და მაინც იმედით ვარ…
ისე რავა წავხდები ქალი დედა არ ვუტირო ქვეყნის ამომგდებთ.
რავაც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა- დაფაცურების დროია, დროი.
წერს სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.