ირინა სარიშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, აქამდე არ ახსენდება და დღევანდელ რეალობას მე-20 საუკუნის დასაწყისს ადარებს, სადაც მისი თქმით, “სადაც ყალიბდებოდა ახალი იმპერია“.
ჩვენ ახლა ვართ ახალი მონსტრის შექმნის ძირში, აი, ამ ე.წ. თვითმარქვია ხელისუფლების წყალობით, ვიჭყლიტებით, როგორც ქვეყანა,- აცხადებს პოლიტკოსი.
პოლიტიკოსი ყველას მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთობის გარეშე მოქმედების დრო ვერ დადგება.
”რაც მე ცოცხალი ვარ, ასეთი არ მახსოვს, მაგრამ დიდი ალბათობით უნდა ჰგავდეს მე-20 საუკუნის დასაწყისს, სადაც ყალიბდებოდა ახალი იმპერია, ჩვენ ახლა ვართ ახალი მონსტრის შექმნის ძირში, აი, ამ ე.წ. ხელისუფლების წყალობით, ვიჭყლიტებით, როგორც ქვეყანა.
უკვე ის დრო დადგა, როდესაც სიტყვებით ვეღარაფერს ვამბობთ, როცა სიტყვები ზედმეტია, მაშინ მოქმედების დრო დგება, რომელიც ვერ შედგება, თუ არ იქნება ერთობა. ამ ერთობაზე ყველა კარგად ვსაუბრობთ, მაგრამ ჩამოგვიგდებს თუა რა ივანიშვილი იქნება ეს თუ “ქოცხროვის“ რომელიმე წარმომადგენელი პატარა ნაღმს და მერე ჩერდებიან და ჩვენ კი ვხოცავთ ერთმანეთს. ძალიან ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ერთში უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთი მტერი გვყავს, დანარჩენი ყველაფერი დროებით უნდა დავივიწყოთ. დღეს ვინც ვერ ხვდება, რა ხდება ქვეყანაში, იმათ აღარაფერი ეშველებათ” – ამბობს სარიშვილი.